2019-08-13 12:20:24
"არც მოუმართავთ არავის ვალების ჩამოწერაზე" - ფინანსთა მინისტრი "რუსთავი2"-ის და "იმედის" დავალიანებაზე საუბრობს

"არც მოუმართავთ არავის ვალების ჩამოწერაზე" - ფინანსთა მინისტრი "რუსთავი2"-ის და "იმედის" დავალიანებაზე საუბრობს. . ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ თანხა საკმაოდ დიდია და მისი გადახდაც შესაბამისად რთული, თუმცა საუბარი გამოსავალზე ჯერჯერობით არ ყოფილა. მისივე თქმით, საკითხის გადაწყვეტაზე ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელებენ.

„არ ვიცი ჯერ. ვიცი თანხა საკმაოდ დიდია, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის.

არც მოუმართავთ არავის ვალების ჩამოწერაზე, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ იოლი გადასახდელი არ იქნება ეს ვალები და ამას უნდა რაღაცა გადაწყვეტა. უსასრულოდ ეს ვერ გადაწყვეტილება. რა გადაწყვეტა იქნება ამას შევიმუშავებთ, მათ შორის ტელეკომპანიებთან ერთად,“-ამბობს მაჭავარიანი.

ამავე თემაზე