2019-08-13 12:03:25
ოპონენტები მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არიან დაკავებული - პრემიერი "რუსთავი2"-თან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს

ოპონენტები მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არიან დაკავებული - პრემიერი "რუსთავი2"-თან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს. 

ბახტაძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიცია კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული.

„სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი, მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც მე მოვისმინე გუშინ.

მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება არის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას. საქართველოში მედია თავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების,“-ამბობს პრემიერი.


ამავე თემაზე