2019-08-13 11:22:49
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნება

ცნობილი იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნება. 

ალაფიშვილი ამბობს, რომ აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს, თუმცა არსებობს სხვა გზებიც, რომლის საშუალებითაც საჯარო ასპარეზზე გამოსვლას და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლა შეძლებს.

„არ მოგვისმენია განცხადება, რომ ხაზარაძე და მისი თანამოაზრეები ქმნიან პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ შეეცდებიან საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნით, საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნით საჯარო ასპარეზზე გამოსვლას, საკუთარ საქმიანობას არ ვუკავშირებ პოლიტიკურ საქმიანობას, აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არის სხვა საშუალებები და მე არ გამოვიყენებ ამ საშუალებებს იმისთვის, რომ შეიცვალოს პოლიტიკა, შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ჩვენი დემოკრატია უფრო განვითარდეს,“- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.  

ამავე თემაზე