2019-08-13 11:18:05
ხაზარაძე რასაკვირველია, იქნება ანგარიშგასაწევი ძალა - ალექსანდრე ბარამიძე

ხაზარაძე იქნება ანგარიშგასაწევი ძალა - ოპოზიცია პოლიტიკური მოძრაობის შექმნის დაანონსებას ეხმაურება. 

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ალექსანდრე ბარამიძე ფიქრობს, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა აღმოჩნდება.

„ხაზარაძე რასაკვირველია, იქნება ანგარიშგასაწევი ძალა და კარგია, რომ მამუკა ხაზარაძე არ შეეპუა ხელისუფლების მხრიდან შანტაჟს და პოლიტიკურ დევნას და უარი არ თქვა იმ გეგმაზე, რომ შემოსულიყო პოლიტიკაში, რაც მეტი ახალი პროდასავლური ძალა შემოვა პოლიტიკაში მით უკეთესი,“- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ამავე თემაზე