2019-08-13 11:01:34
ხვალ თუ არა ზეგ, "რუსთავი2" სავარაუდოდ, გადავა ადამიანის ხელში, რომელიც არის დაახლოებული ივანიშვილთან

ისე დაახასიათეს, რომ გაუგებარია ვის შეიძლება მოუნდეს ასეთი რთული აქტივის შეძენა - ამ განცხადებას, „კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის “ დირექტორი. ლიკა ბასილაია- შავგულიძე, ქიბარ ხალვაშის განცხადების შეფასებისას აკეთებს. 

მედიაექსპერტები ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას, გაყიდოს სამაუწყებლო კომპანია, უპასუხისმგებლოს უწოდებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ პროცესები ხელისუფლების სცენარით ვითარდება და საბოლოო მიზანი, ქვეყანაში მთავარი კრიტიკული მედიასაშუალების განადგურებაა.

„ისე დაახასიათეს, რომ გაუგებარია ვის შეიძლება მოუნდეს ასეთი რთული აქტივის შეძენა. შესაბამისად, როგორ ჩანს, აქაც მომზადებულია უკვე სადღაც კულუარებში, ბიძინა ივანიშვილის შორიახლო და პირადად მის მიერ დირიჟირებული გადაწყვეტილება, რომელიც ნიშნავს იმას და გულისხმობს იმას, რომ ხვალ თუ არა ზეგ, რუსთავი2 სავარაუდოდ, გადავა ისეთი ადამიანის ხელში, რომელიც არის უშუალოდ დაახლოებული ბიძინა ივანიშვილთან.,“- განაცხადა ბასილაია-შავგულიძემ.

ამავე თემაზე