2019-08-13 10:53:44
პირი, რომელიც "რუსთავი2"-ს შეიძენს, არაკეთილსინდისიერ მყიდველად ჩაითვლება - კოჟორიძე 

პირი, რომელიც "რუსთავი2"-ს შეიძენს, არაკეთილსინდისიერ მყიდველად ჩაითვლება - ამ განცხადებას, იურისტი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე აკეთებს. კოჟორიძე, "რუსთავი2"-ის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ტელეკომპანიის გაყიდვას აპირებს. 

კოჟორიძე ყურადღებას იმ სასამართლო სარჩელებზე ამახვილებს, რომელიც საქალაქო სასმართლოში ია კიწმარიშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ შევიდა. გარდა ამისა "რუსთავი2"-ის წილებისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ, კომპანიის დამფუძნებლები, აქიმიძე და დვალი. 

„სამოქალაქო კანონმდებლობის დანაწესი, პირველ რიგში, რომელიც ამბობს, რომ თუ შემძენმა იცოდა ის, რომ გამყიდველი არ იყო გასაყიდი ნივთის მესაკუთრე, ის შეიძლება არ ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი2 ხალვაშის შემდეგ რამდენჯერმე, დაახლოებით ათჯერ გადაიყიდა, ყველა ეს გარიგება სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, უზენაესმა სასამართლომ ცნო იურიდიული ძალის არ მქონედ. იგივე სტანდარტებს, მოკლედ, თუ მივუყენებთ აი, ამ სიტუაციას, რა სტანდარტებითაც "რუსთავი2"-მა უკვე წააგო საქმე და მოიგო ხალვაშმა, მაშინ შემძენი კეთილსინდისიერ შემძენად არ უნდა ჩაითვალოს,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ამავე თემაზე