2019-08-13 10:28:23
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - კეზერაშვილი "ქართულ ოცნებას" პასუხობს

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - კეზერაშვილი "ქართულ ოცნებას" პასუხობს. კეზერაშვილი ვოლსკის განცხადების საპასუხოდ, სოციალურ ქსელში ამ მცირე კომენტარს აკეთებს. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამტკიცებს, რომ ისრაელის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კეზერაშვილი იარაღის უკანონო ვაჭრობისა და საერთაშორისო კორუფციული გარიგებების მთავარი ფიგურანტია.

ვოლსკი ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა მის ექსტრადირებას თუმცა, ვოლსკი უარყოფს, რომ კეზერაშვილის, ან ნებისმიერი სხვა პირის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მათ პოლიტიკურ გააქტიურებას არ უკავშირდება.

ხელისუფლების ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ ისრაელში, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ყველა პოტენციური ბრალდება გაქარწყლებულია. 

ამავე თემაზე