2019-08-13 10:20:56
ისრაელში მიმდინარეობდა საქმე, ოღონდ არა კეზერაშვილის წინააღმდეგ, არამედ ერთ-ერთი გენერლის წინააღმდეგ და ის საქმეც დაიხურა - კახიძე 

ისრაელში კეზერაშვილის წინააღმდეგ არანაირი საქმე არ არსებობს - ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" სიცრუეში ადანაშაულებს. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე, მმართველი გუნდის ბრალდებებს, დავით კეზერაშვილის მიერ, ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.

„ისრაელში მიმდინარეობდა საქმე, ოღონდ არა კეზერაშვილის წინააღმდეგ, არამედ ერთ-ერთი გენერლის წინააღმდეგ, მაგრამ ის საქმეც დაიხურა. ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით, რომ გააქტიურდა კეზერაშვილის ფიგურა, მან ოფიციალური განცხადება გააკეთა, ამას მოჰყვა მცდელობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ საზოგადოებრივ აზრზე რაღაც ფორმით, რაღაც ზეგავლენა მოახდინო,“-აცხადებს ოთარ კახიზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამტკიცებს, რომ ისრაელის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კეზერაშვილი იარაღის უკანონო ვაჭრობისა და საერთაშორისო კორუფციული გარიგებების მთავარი ფიგურანტია.

ამავე თემაზე