2019-08-13 10:45:31
აშშ „მწვანე ბარათის“ მიღების შესაძლებლობას ართულებს

აშშ-ში მცხოვრები მიგრანტებისთვის ვიზის გაგრძელებისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის („მწვანე ბარათი“) მიღების პირობები მკაცრდება, - იუწყება „ბიბისი“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი კანონი, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს შევა და რომლის თანახმადაც, იმ აპლიკანტებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფოსგან გარკვეული სახის სოციალურ შეღავათებს იღებენ, როგორიცაა მაგალითაც საკვებითა და საცხოვრებელი ფართით დახმარება, ქვეყნის მთავრობამ შესაძლოა ვიზის გაგრძელებაზე ან მწვანე ბარათის მიღებაზე უარი უთხრას.

ახალი, კანონი, რომელიც Public charge rule-ის სახელითაა ცნობილი, Federal Register-ში გამოქვეყნდა. შენიშვნებში აღნიშნულია, რომ ცვლილება იმიგრანტებს უფრო „დამოუკიდებელს“ გახდის, ისინი „საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საზოგადოებრივ რესურსებზე კი აღარ იქნებიან დამოკიდებული, არამედ საკუთარ შესაძლებლებებს, ოჯახის რესურებს, სპონსორებს და კერძო ორგანიზაციებს დაეყრდნობიან.“

 

ამავე თემაზე