2019-08-09 19:52:53
"გავყიდე ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები, რომ მეყიდა ახალი, მთელმა „რუსთავი2“-მა იცის, რომ ჩემი შეტანილი ფულით მოხდა ხელფასების დარიგება... თქვე ნაბიჭვრებო ხომ გაქვთ ეს საბუთები" - გვარამია (ვიდეო)

მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები იმისთვის, რომ მეყიდა ახალი. მთელმა „რუსთავი2“-მა იცის, რომ ჩემი შეტანილი ფულით მოხდა ხელფასების დარიგება - ეს განცხადება, "რუსთავი2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პროკურატურასთან გააკეთა. მან "ქართული ოცნების" ლიდერს მიმართა და პროკურატურის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალზე ისაუბრა. კერძოდ; ბრალის იმ ნაწილზე, სადაც ნიკა გვარამიასთვის ბინების ყიდვაზეა საუბარი. 

„რაც შეეხება ბინების თემას, სამარცხვინო, ბრტყელ პიარს. მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები იმისთვის, რომ მეყიდა ახალი. მთელმა „რუსთავი2“-მა იცის, რომ ჩემი შეტანილი ფულით მოხდა ხელფასების დარიგება. და ნამდვილად ასე მოხდა და ამის სანაცვლოდ დამიბრუნეს ბინით. ამის ყველა საბუთი არსებობს. სეხის ხელშეკრულებაც, ფულის შეტანის ჩეკიც, ვალის დაბრუნების საბუთიც ბინების სახით. თქვე ნაბიჭვრებო ხომ გაქვთ ეს საბუთები. როგორ ბედავთ ჩემთვის დაბრალებას რამის მოპარვის, თქვე ნაბიჭვრებო. კიდევ ერთხელ, კორუფცია და ქურდობა არის წითელი ხაზი. არ გაპატიებთ, არც იმას, ვინც ეს დებილობა წაიკითხა პირდაპირ ეთერში. ესეც მეორე ქეისი და უკაცრავად თუ ეს ბრალი უნდა წაგეყენებინათ, 4 საათი, რომ მკითახვდით, ერთი შეკითხვა რატომ არ დამისვით, თქვე ნაბიჭვრებო,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, არჩევნები რუსეთშიც ტარდება და საქართველოში სწორედ რუსული ტიპის დიქტატურა დამყარდა.

"ეს არ არის ჩემი არჩევანი ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი დღევანდელი ბრიფინგით მან მე შემომითვალა, რომ მე ვარ მისი მთავარი მოწინააღმდეგე. ვიღებ ამ გამოწვევას, მე წავალ პოლიტიკაში. წავალ ყველა საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს,"-ამბობს ნიკა გვარამია.

ამავე თემაზე