2019-08-06 13:44:19
"ყველაფერი იქნება ძალიან კარგად" - მათიკაშვილი გაუფასურებულ ლარზე

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად - ეს არის მმართველი გუნდის პასუხი გაუფასურებულ ლარზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ლარმა რეკორდული ვარდნა დღეს განაგრძო, მმართველი გუნდის წევრი დარწმუნებულია, რომ მთავრობა კურსის დასტაბილურებას შეძლებს.

„ლარს მცურავი კურსი გააჩნია, მასზე აისახება შესაბამისი მოვლენები, ის ნეგატიური მოვლენები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, ცხადია, მან ჰპოვა ლარის კურსზე ასახვა, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი და ეკონომიკური გუნდი შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებით მიდის იმ ნიშნულამდე, რომ ლარი, რა თქმა უნდა, დააბრუნოს თავის ბუნებრივ ამპლიდუდაში. ეს დროის ფაქტორია, დარწმუნებული ვარ ამ კუთხით ყველაფერი იქნება ძალიან კარგად,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე