2019-07-18 17:35:13
"ძალიან სწრაფად ხდება და ფორსირებულ რეჟიმში ვითარდება მოვლენები" - სულხან სალაძე

ძალიან სწრაფად ხდება და ფორსირებულ რეჟიმში ვითარდება მოვლენები - სულხან სალაძე "რუსთავი2"-ის საქმეზე საუბრობს. სულხან სალაძე აცხადებს, რომ როგორც ჩანს ხელისუფლება ჩქარობს და სურს რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ეს პროცესი.

„მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება ახლა, წილების გადაფორმების ნაწილი დასრულებული აქვს უკვე რეესტრს. მეორე ნაწილს რაც შეეხება, დირექტორის ცვლილებას, როგორც ნიკა შეხვედრაზე საუბრობდა კონტრაქტის პირობების მიხედვით იქ ჯერ არის საკონპენსაციო თანხა და შემდეგ ცვლილება ამის შემდეგ უნდა მოხდეს. თუ ეს ასეა ამ გადაწყვეტილების მიღებას სხვა პირობა უნდა უძღოდეს წინ. ახლა ძალიან სწრაფად ხდება და ფორსირებულ რეჟიმში, როდესაც დღის პირველ ნახევარში შეგაქვს განცხადება და დაუყოვნებლივ ითხოვ რეესტრისგანაღსრულებას, ხშირად სამუშაო საათების მერე მოდის როცა იმავე დღეს უნდა იყოს პასუხი. აქ საათში, საათ-ნახევარში მოხდა გადაწყვეტილება.

როგორც ჩანს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესი დღესვე დასრულება,“-განაცხადა სულხან სალაძემ და აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო მისცემოდა მხარეს საშუალება გაესაჩივრებინა დიდ პალატაში და შემდგომ განხორციელებულიყო შემდეგი პროცედურები რაც არ მოხდა.

სულხან სალაძე აცხადებს, რომ თუ რეესტრი მიიღებს გადაწყვეტილებას და კომპენსაციის გარეშე ქიბარ ხალვაშის მიერ მოთხოვნილ დირექტორს დაარეგისტრირებს, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას სამართლებრივი დავის შესაძლებლობა ექნება.

სულხან სალაძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვალოს.

„ამ ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ რუსთავი 2-ს დარჩეს ის სარედაქციო დამოუკიდებლობა რომელიც მას გააჩნდა. რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ადამიანების ნაწილს, რუსთავი 2 ეს არ ნიშნავს რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

ამავე თემაზე