2019-07-11 22:56:40
"ივანიშვილი გვეთანხმება, რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმური და პროპორციული იყო" – გახარია

შს მინისტრი განცხადებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იზიარებს მათ მოსაზრებას, რომ 20 ივნისის აქციის დაშლა იყო ლეგიტიმური და პროპორციული.  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პარტიის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე. იზიარებს გარკვეულ ნაწილში, გარკვეულ ნაწილში არ იზიარებს, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენი ძირითადი პასუხისმგებლობა, გარდა პარტიულისა, არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ეს არის ის ძირითადი  მოვალეობა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ნაწილში, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება, თუმცა ასევე როგორც ჩვენ, ისიც ხედავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში იყო კონკრეტული გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე