2019-07-11 22:12:28
"გპირდებით, რომ ბოლომდე გამოვიძიებთ პარლამენტზე შტურმს" - შს მინისტრი

„პირადად გპირდებით, რომ ბოლომდე გამოვიძიებთ პარლამენტზე შტურმს“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

შს მინისტრის განცხადებით, იმ დროს, როცა იმ ღამით პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციის ერთი ნაწილი მთავრობასთან მოლაპარაკების შესაძლებლობას განიხილავდა, მეორე ნაწილი პარლამენტზე შტურმს ელოდებოდა. „ზუსტად ვიცით ლიდერების ჯგუფიდან ვინ ამბობდა, რატომ უნდა შევიდეთ მოლაპარაკებებზე, როცა ჩვენები ასე ეფექტურად უტევენ [პარლამენტს] - განაცხადა გახარიამ და დასძინა: „ეს შტურმი გრძელდებოდა შვიდი საათი, ეკრანებზე ჩანდა. ამ შტურმს პარლამენტის შიგნით სხდომათა დარბაზში ელოდებოდა პოლიტიკური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტივი“.

ინგა გრიგოლიას კითხვას, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამის შემდეგ და რა ქმნის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრის საფუძველს, გახარიამ უპასუხა, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული და არ დაემსგავსება ე.წ. „საბურავების საქმეს“. გახარიას თქმით, „მაშინ ვერაფერი გააკეთეს, ვერ შეგროვეს მტკიცებულებები და დარჩა ისე როგორც დარჩა“.

ამავე თემაზე