2019-07-11 22:03:38
"სახელმწიფო გადატრიალება წლები იგეგმებოდა" - გახარია

სახელმწიფო გადატრიალება წლები იგეგმებოდა - ამის შესახებ გახარიამ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განცხადებით ეს აქცია იყო ძალადობრივი, რომელმაც მიიღო პარლამენტის შენობაზე შტურმის და ძალადობის სახე.

"რა თქმა უნდა, არ არის ხელისუფლების ხელწერა რეზინის ტყვიები, როდესაც საუბარია მშვიდობიან აქციაზე. ჩვენ დრო გვჭირდება, ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა. სიმართლე არის ძალიან მარტივი, ეს აქცია იყო ერთმნიშვნელოვნად ძალადობრივი. ეს ხალხი იღებდა ამ კონკრეტულ ძალადობაში მონაწილეობას თუ არა, სხვა საკითხია. ეს აქცია იყო ძალადობრივი, რომელმაც მიიღო პარლამენტის შენობაზე შტურმის და ძალადობის სახე. ეს შტურმი გრძელდებოდა 7 საათი. ამ შტურმს პარლამენტი შიგნით, სხდომათა დარბაზში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტივი ელოდებოდა. სახელმწიფო გადატრიალება წლები იგეგმებოდა. აღკვეთილი იქნა, ვინმემ ვიდრე შეუშვა პარლამენტში? ან გგონიათ, რომ საბურავების საქმეს ვინმე არ მიიყვანს ბოლომდე? ეს ის პასუხისმგებლობაა, რის გამოც მე აქ ვარ."

ამავე თემაზე