2019-07-11 19:37:58
"ივანიშვილი ცდილობს უზენაესი სასამართლო საბოლოოდ გადაქციოს სანოტარო კანტორად" - კახიძე 

"ივანიშვილი ცდილობს უზენაესი სასამართლო საბოლოოდ გადაქციოს სანოტარო კანტორად" - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ გააკეთა. კახიძის თქმით კანონმდებლობა იმგვარად არის შექმნილი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ მმართველ კლანს, სასურველი კანდიდატების შერჩევის საშუალებას აძლევს. 

„ისე მოაწყვეს კანონმდებლობა, ისე მოირგეს, რომ საშუალებას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს მმართველ კლანს, რომ მხოლოდ თავისთვის მისაღები კანდიდატები შეარჩიოს. ეს საშუალება მათ მმართველმა გუნდმა, ივანიშვილის დავალებით დაუმტკიცა, რისთვისაც მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც კი უგულებელყვეს. ახლა საზოგადოება უყურებს, როგორ ცდილობს ივანიშვილი, რომ უზენაესი სასამართლო საბოლოოდ გადააქციოს თავის სანოტარო კანტორად“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე