2019-07-11 19:37:03
argadadge.ge - გახარიას მხარდასაჭერად ვებ-გვერდი შეიქმნა

გიორგი გახარიას მხარდასაჭერად ვებ-გვერდი შეიქმნა. ვებგვერდს argadadge.ge ჰქვია. ვებგვერდის შემქმნელი მოქალაქეებს მოუწოდებს დააფიქსიროს საკუთარი ხმა, შს მინისტრის მხარდასაჭერად. შემქმნელები მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას.

საიტზე მითითებულია ხელმომწერების ამ დროისთვის არსებული რაოდენობა - 5971. პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია ფეისბუქის საშუალებით.

ვებ-გვერდზე მითითებულია ხელმომწერების სახელებიც, კერძოდ ამ სახელით დარეგისტრირებული ფეისბუქ მომხმარებლები. მათ შორის, არიან: უფაალო გაძლიერესაქართველო ამინ, Спартак Кудба, აკაკი ბასლანძე ცხუმ-აფხაზეთი, ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ნამცხვრები ტორტები საჩხერეში, Çiğdem Merttürk, ოფიცერი ბეგლარ გოგია, Граф Монте Кристо, კოლხურ იბერიული ორდენი, ليكا ليكا, ერნესტო ჩე-გევარა, ყველაფერი საუკეთესო, にな ガビリ ワト, კოლხი კაცი, შემოსავლიანი ინტერნეტ სერვისი, 和 野, არმაზ ზევსის ძე გარდაბნელი, Kirchxibi Saswori Für Immer და ა.შ.

ამავე თემაზე