2019-07-11 18:20:04
ავტოსაგზაო შემთხვევა წერეთელზე - მსუბუქი ავტომობილი ჯერ ფეხით მოსიარულე ქალს, ხოლო შემდეგ გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - წერეთლის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ჯერ ფეხით მოსიარულე ქალს, ხოლო შემდეგ გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა.

ფეხით მოსიარულე ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეჯახების შედეგად, ასევე დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.  

ამავე თემაზე