2019-07-11 14:40:37
ნანა ლეჟავას ინგა დადიანი შეცვლის - ცვლილებები იმედში (?)

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედში" საიფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს. ნანა ლეჟავას ადგილს "პალიტრა ტვ"-ს დირექტორი ინგა დადიანი დაიკავებს.

უცნობია რას უკავშირდება არხის გენერალური დირექტორის მდინარაძის გადაწყვეტილება შეცვალოს ნანა ლეჟავა. ელდარ მდინარაძე დ ინგა დადაიანი ერთადა ტელეკომპანია მზეში მუშაობდნენ.

ინგა დადიანი 1992 წელს სარეკლამო სააგენტო "ვესტას" და 1994-1996წწ. საინფორმაციო სააგენტო BGI-ის კორესპონდენტი იყო. 1994-2001წწ. "Prime News" გენერალური დირექტორი; 2001-2004წწ. ტელეკომპანია მზე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 2005 წლიდან ტელეკომპანია "იმედი"-ს დილის გადაცემების პროდიუსერი.

ამავე თემაზე