2019-07-09 15:59:52
"ლარის კურსი გარბის მხოლოდ ერთი მიზეზით, რუსეთისგან მოსალოდნელმა სანქციებმა გამოიწვია პანიკა"- ბესო ნამჩავაძე

ლარის კურსი გარბის მხოლოდ ერთი მიზეზით, რუსეთისგან მოსალოდნელმა სანქციებმა გამოიწვია პანიკა - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე. 

"ლარის კურსი გარბის მხოლოდ ერთი მიზეზით: რუსეთისგან მოსალოდნელმა სანქციებმა გამოიწვია პანიკა - რუსეთიდან დოლარები რომ აღარ შემოვა, ლარი გაუფასურდება და ჯობია დღესვე ვიყიდო. თუმცა, ვინც ახლა გარბის და 2.95-ად ყიდულობს, ნუ იქნება დარწმუნებული, რომ ახლო მომავალში უფრო იაფად ვერ იყიდდა. 

ლარის კურსი არ არის დამოკიდებული მხოლოდ რუსეთიდან შემოსულ დოლარზე, ყველა ქვეყნიდან ჯამურად შემოსულ დოლარზეა დამოკიდებული. ასევე, ქვეყნიდან გასულ დოლარზე არანაკლებადაა დამოკიდებული, მეტად თუ არა. შესაბამისად, რუსეთიდან მოსალოდნელ დანაკლისს თუ გადაფარავს სხვა ქვეყნიდან დოლარის შემოსვლის ზრდა (თუნდაც სესხების), ეს დანაკლისი დაბალანსდება. ამასთან, ლარის კურსის დაცემა შეამცირებს იმპორტს, ანუ ქვეყნიდან დოლარის გასვლას. ამიტომ, ეხლა მთავრობის დუმილი კი არა, საჭიროა აქტიური ქმედება და საუბარიც, რას აპირებენ", - წერს ბესო ნამჩავაძე. 

ამ დროისთვის, "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 2.91 ლარი ღირს.


 

 

 

ამავე თემაზე