2019-07-05 19:12:46
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს იუშენკოს ქონების დაყადაღების თხოვნით მიმართა

"უკრაინსკიე ნოვოსტის“ ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს ქონების დაყადაღების თხოვნით მიმართა. 

პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე 6 ივნისს აღძრა. მას 540 მილიონი უკრაინული გრივნის (20 მილიონი დოლარი) ოდენობის სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ედება ბრალად.

გამოცემის ცნობით, ყადაღას საგამოძიებო უწყება, ვიქტორ იუშენკოს მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე ითხოვს, თუმცა ქონების სია არ გასაჯაროებულა.

ამავე თემაზე