2019-07-05 16:27:02
"ვირისგან წიხლი საწყენი არ არის" - ოგბაიძის პასუხი ხაბეიშვილს

"ვირისგან წიხლი საწყენი არ არის" - ოგბაიძე ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. 

ხაბეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატს, შალვა ოგბაიძეს, რუსული ბიზნეს კავშირები აქვს. მისი ნათესავიც სახელმწიფო დაწესებულებებს რუსული ნივებით ამარაგებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ოგბაიძე უარყოფს და ოპონენტებს მწვავედ აკრიტიკებს.

„მე პატივს ვცემ თქვენს მაყურებელს და იმიტომ გპასუხობთ თქვენ და არა იმ პოლიტარარაობას, რომელიც იგონებს რაღაცას და მერე უნდა ამტკიცო რაღაც, საერთოდ, კახური ანდაზაა, ვირისგან წიხლი საწყენი არ არის და მე ის მეწყინებოდა მაგას, რომ შევექე. რაც შეეხება, ჩემს მონაწილეობას ბიზნესში, ეს ის ბიზნესია, რომელიც გაყიდა სააკაშვილმა იძულებით აუქციონზე 2010 წელს, მაგ გაყიდული ბიზნესის პარტნიორი გახლდით, დღეს თუ რამეს იპოვით, შუაზე გაგიყოფთ,“ - განაცხადა ოგბაიძემ.

ამავე თემაზე