2019-06-24 16:32:50
გოგოს, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, სიურპრიზი მოუწყვეს და ოთხფეხა მეგობარი - ფისო აჩუქეს

19 წლის გოგო, რომელმაც აქციის ღამეს თვალი დაკარგა საავადმყოფოდან გამოწერეს. მას კლინიკის დერეფანში მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. მაკო გომურს სიურპრიზი მოუწყვეს და მას ოთხფეხა მეგობარი - ფისო აჩუქეს.

გოგონა ყურსასმენებით - ეს არის მეტსახელი, რომლითაც საზოგადოება 18 წლის მაკო გომურს მოიხსენიებს.

გოგონას, რომელმაც 20 მაისის ღამეს აქციის დაშლის დროს მძიმედ დაშავდა, თვალი დაკარგა და მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. გოგოს, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, მოქალაქეები ოვაციებით მიეგებნენ.

 

წყარო: პრაიმტაიმი

ამავე თემაზე