2019-06-17 14:57:40
დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას - ბახტაძე

ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„დღეს მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადების კიდევ ერთხელ გადაწევასთან დაკავშირებით, კერძოდ 2019 წლის ბოლომდე. ჩვენ, ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში, როდესაც შედგა შეხვედრა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, შეთანხმება იყო მიღწეული, რომ კონსორციუმი მოახდენდა ინფორმირებას იმ ვადებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მათ დასჭირდეთ იმისთვის, რომ საბოლოოდ მოხდეს ფინანსური ნაწილის დახურვა ინვესტორების მხრიდან და ამ ინფორმირების შედეგად ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს ამ საბოლოო ვადას,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამავე თემაზე