2019-06-12 17:47:15
ამერიკელებმა ბახტაძეს უთხრეს სამი სიტყვა დაიმახსოვრეო - არჩევნები, სასამართლო და ანაკლიაო! - უგულავა

ამერიკელებმა კი უთხრეს სამი სიტყვა დაიმახსოვრეო - არჩევნები, სასამართლო და ანაკლიაო!  - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას, რომელიც მან მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

,,ჩავიდა ბახტაძე ამერიკაში და უთხრა სამი რიცხვით დაიმახსოვრეთ საქართველოო - 1, 28 და 8000-ო. ამერიკელებმა კი უთხრეს სამი სიტყვა დაიმახსოვრეო - არჩევნები, სასამართლო და ანაკლიაო! ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ქრონიკები, 2019 წელი..." - წერს უგულავა ,,ფეისბუკის" გვედრზე. 

ამავე თემაზე