2019-06-12 17:11:09
"ზვიად კუპრავა ზურგიდან მომეპარა და წიხლი ამომარტყა" - ირაკლი ზაქარეიშვილი

ზვიად კუპრავა ზურგიდან მომეპარა და წიხლი ამომარტყა - ეს განცხადება, სასამართლო პროცესზე, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გააკეთა. ის დაზარალებულის სტატუსით საქალაქო სასამართლოში დაიკითხა. ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში - წიხლის ამორტყმაში ადანაშაულებს.

„დაზარალებული მიუთითებს ფიზიკურ ტკივილზე, რომელიც მან გაიყუჩა, დაახლოებით, 8 საათის მერე ციტრამონის მეშვეობით. გარდა ამისა, ვრცლად ისაუბრა იმ მორალურ ზიანზე, რომელიც კუპრავას მხრიდან იყო მიღებული. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ ყველაფერში ახსნა, იქიდან გამომდინარე, რომ ზაქარეიშვილი პირდაპირ უპირისპირდებოდა ზვიად კუპრავას, როგორც მისი პოლიტიკური საქმიანობიდან, ასევე ზოგადად საზოგადო აქტივობიდანგამომდინარე,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ამავე თემაზე