2019-06-12 10:16:39
დამოუკიდებელი სასამართლო, დემოკრატიული არჩევნები და მედია პლურალიზმის ხელშეწყობა - აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაცია

მაიკ პომპეოსა და მამუკა ბახტაძის შეხვედრის შემდეგ აშშ-ს საგარეო უწყების ვებ გვერდზე აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, დემოკრატიული არჩევნებისა და მედია პლურალიზმის ხელშეწყობა - ეს არის ძირითადი საკითხები, რაზეც დოკუმენტში აქცენტები კეთდება. 

"შეერთებული შტატები და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერი და პლურალისტული დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა, ასევე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საქართველოს განვითარების უზრუნველსაყოფად და მავნე უცხოური ზემო გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად,"- ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე თემაზე