2019-06-12 10:07:28
400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება 750 ათასი ადამიანი

“ 2012 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა საქართველოში მილიონ 150 ათასი ადამიანი, ეს მაჩვენებელი არის შემცირებული 750 ათას ადამიანზე. 400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება 750 ათასი ადამიანი – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა TV პირველის გადაცემა რეაქციაში.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორია ტენდენცია, ამას მერე დემაგოგები იყენებენ იმის სათქმელად, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს თვალები დახუჭული და ვერ ვხედავთ სიღარიბეს. სიღარიბეს განა ვერ ვხედავთ, აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს 750 ათასი ადამიანი საქართველოში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.

ეს არის დღევანდელი მოცემულობა. შესაბამისად, რომ გახვალთ ქუჩაში, არა ერთი, ორი, ათი და ასი ადამიანი, შეგიძლიათ 750 ათასი ადამიანი იპოვოთ, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში. ეს არის დღევანდელი რეალობა. აქ მთავარია, ტენდენცია ვნახოთ როგორია. ტენდენცია არის ნაჩვენები ერთი – სტატისტიკაში, და შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2012 წელს ჩვენ დაგვხვდა  მილიონ 150 ათასი ადამიანი. ანუ 2012 წელს, მაშინ სამი ტელევიზია მთელი თავისი ძალებით არწმუნებდა ხალხს, რომ ყველა იყო ბედნიერი და ყველა იყო კეთილდღეობაში, თუმცა 2012 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა საქართველოში მილიონ 150 ათასი ადამიანი, რაც არის მოსახლეობის დაახლოებით   30%. დღევანდელი მონაცემებით ეს მაჩვენებელი არის 750 ათასი ადამიანი. დაკორექტირდა მსოფლიო ბანკის მიერ ეს მაჩვენებელი.

400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ გენიოსები და სასწაული პოლიტიკა გვქონდა, ეს არის მარტივი მათემატიკა და არითმეტიკა. როდესაც ეკონომიკა იზრდება და ეკონიმიკა არის გაზრდილი მნიშვნელოვნად 2012 წლის შემდეგ, ეს თავისთავად იწვევს, პირდაპირ რომ დახედოთ ქვეყნების მონაცემებს, ნახავთ, ერთი ქვეყანა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 5 ათასი დოლარი, მეორე ქვეყანაში- 10 ათასი დოლარი, მესამეში- 2 ათასი დოლარი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის სიღარიბე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“750 ათასი ადამიანი საქართველოში არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს მაჩვენებელი თანაბრად ნაწილდება სხვადასხვა ასაკზე. ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს. მეც გიდასტურებთ, რომ 20% დღეს საქართველოში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს არის 750 ათასი ადამიანი და მათ შორის ეს აისახება, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ბავშვებზეც. ეს არის დღევანდელი რეალობა, თუმცა განსხვავება არის, რომ დაგვიტოვა ჩვენ მემკვიდრეობით იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც გვესაუბრება დღეს სიღარიბეზე, დაგვიტოვა მემკვიდრეობით 2012 წელს მილიონ 150 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს მაჩვენებელი არის შემცირებული 750 ათას ადამიანზე.

400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, ამას ამბობს მსოფლიო ბანკი და ეს არის სტატისტიკური მაჩვენებელი. ამის გარდა არსებობს სხვა მაჩვენებლებიც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრობისას.

ამავე თემაზე