2019-06-10 17:37:14
სულ დაჩეხილია... ჯერ მარტო სულ სახეზე აქვს დაჩეხილი და ტანი - აგარაში მოკლული მამაკაცის სიმამრი

სულ დაჩეხილია... ჯერ მარტო სულ სახეზე აქვს დაჩეხილი და ტანი - ამ განცხადებას, აგარაში მოკლული მამაკაცის სიმამრი აკეთებს. 

41 წლის მამაკაცს 16 ჭრილობა მეზობელმა მიაყენა, რის შემდეგაც მან საკუთარი მეუღლე დაჭრა. მოკლული მამაკაცის ოჯახს მომხდარის ახსნა უჭირს. მათი განმარტებით, მოკლულს ბრალდებულის მეუღლესთან არაფერი აკავშირებდა. წარსულში ისინი ერთად მუშაობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მათ არანაირი შეხება ერთმანეთთან არ ჰქონიათ.

„სულ დაჩეხილია. ჯერ მარტო სულ სახეზე აქვს დაჩეხილი და ტანი ხო, ექსპერტი, რომ კერავდა თურმე ვეღარ დავთვალეთ იმდენი იყოო და გავანებეთ თავიო. არ ვიცი ფსიქიკურად დაავადებულია თუ რა ჯანდაბაა, რამ მოუარა,“-განაცხადა მოკლულის მამამ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე