2019-06-07 17:34:47
"ამ კავშირზე წასვლა არ გვიღირს" - სააკაშვილის უარი კლიჩკოს 

ჩვენ ამ კავშირზე წასვლა არ გვიღირს, ამ განცხადებით ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი,  ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებას პასუხობს. კლიჩკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მისი პარტიის ლიდერობა შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილი, ფეისფუქზე  ვიდეო ჩართვისას, უარის მიზეზებსაც ასახელებს ის ამბობს, რომ უკრაინაში თანამდებობისთვის არ დაბრუნებულა.

მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ უარს ამბობს კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე, გახდეს მისი პარტიის „უდარ“ თავმჯდომარე. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქში" ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიტალი კლიჩკომ ღირსეული წინადადება შემოგვთაზვა, ჩვენ ამ კავშირზე წასვლა არ გვიღირს.

მე არ მინდოდა გადაწყვეტილების მიღება თქვენთან(მხარდამჭერებთან) შეთანხმების გარეშე და ამიტომ მოგმართეთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის უკრაინაში თანამდებობისთვის არ დაბრუნებულა. „ჩამოვედი, რომ უკრაინას დავეხმარო უკეთესობისკენ შეიცვალოს“, -აღნიშნა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე