2019-06-06 16:55:55
ავიაკატასტროფისას ერთ-ერთი გარდაცვლილი "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" გიდია (ფოტო)

ავიაკატასტროფისას ერთ-ერთი გარდაცვლილი კოტე საცერაძე  "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" გიდია. 

კომპანია "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი დღეს დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი გარდაიცვალა. 

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენი სააგენტოს მიერ რეგისტრირებული იყო 2018 წლის 15 ივნისს, გავლილი ჰქონდა "ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი".

ამავე თემაზე