2019-05-24 19:20:15
"არაკომპეტენტური ანა დოლიძე" - მეთოფიშვილი

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს არაკომპეტენტურს უწოდებს. მეთოფიშვილი დოლიძეს იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე არდასწრების გამო აკრიტიკებს.

საბჭოზე დღეს საერთო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს.

სხდომას არც საბჭოს მეორე არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ესწრება. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება, ხოლო რა რატომ არ არის სხდომაზე დოლიძე, ეს უცნობია.

„ის საკითხი, რომლის გამო გადავდეთ და შესვენება გამოვაცხადეთ, იყო ამ არაკომპეტენტური ანა დოლიძის მიერ დაყენებული. ეს საკითხი დასვა თვითონ და პასუხი არ აინტერესებს. გესმით რა ხდება? მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ მთავარია, კითხვა დასვა და წავიდა, ამდენად აინტერესებს ეს საკითხი," - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა. 

ამავე თემაზე