2019-05-24 14:33:16
სანამ ცნობილი არ არის მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება - ჯაღმაიძე გარეჯზე

დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას "ფეისბუქით" ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე:

"სანამ ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ადევნებს თვალს პროცესს და ველოდებით ბატონი დავით ზალკანიანის და უშუალოდ პრემიერ მინისტრის ჩართულობით მიმდინარე დიალოგის რეზულტატს. როგორც ადრევე იყო საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი, მნიშვნელოვანია მკაცრად იყოს დაცული ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები." წერს დეკანოზი.

ამავე თემაზე