2019-05-24 10:01:08
ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე 11 მილიონი დახარჯა

ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე 11 მილიონი დახარჯა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა presa.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 11 მილიონი  ლეგალური და არალეგალური თანხის ერთობლიობაა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის მოსასყიდად, დასაშინებლად, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, კომისიის წევრების მოსაქრთამად და სხვა მსგავსი მიზნებისთვის გამოიყენა.

ინტერნეტ პორტალის ინფორმაციითვე, საპარლამენტო არჩევნებისათვის ეს თანხა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

„„ქართული ოცნების“ შავი სალაროდან 11 მილიონის დახარჯვის შესახებ ზუგდიდში, ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა  „ქართული ოცნების“ შტაბის წევრებმა, იმ ადამიანებმა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ამ ფულის განკარგვაში, დახარისხებაში, მოსყიდვაში, სხვადასხვა მანიპულაციებში და ა.შ.,“-აცხადებს presa.ge-ის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე.

ამავე თემაზე