2019-05-21 13:28:10
"ვესტეროსში მრავალწლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას მივესალმებით" - ჩეხეთის საგარეო უწყება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „სამეფო კარის თამაშების“ ფინალურ ეპიზოდს „ფეისბუქზე" გამოეხმაურა:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვესტეროსში მრავალწლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას. ბრენდონ სტარკის არჩევას პოზიტიურ ნაბიჯად ვაღიარებთ, რომელიც ხელს შეუწყობს სამეფოში სტაბილურობას და მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე