2019-05-20 12:11:46
ზელენსკიმ რადა დაშალა და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა 

"მე ვშლი უმაღლესი რადას მერვე მოწვევას! დიდება უკრაინას" - განაცხადა უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ უმაღლესი რადა დაშალა

გარდა ამისა, ზელენსკიმ მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა, გარდა ამისა გაათავისუფლონ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენპროკურორი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. ამისთვის მან დეპუტატებს 2 თვე მისცა.

პარლამენტის დაშლამდე ზელენსკიმ მოუწოდა დეპუტატებს მიეღოთ კანონი დეპუტატების ხელშეუხებლობის შესახებ. 

ფიცის დადების  ცერემონია უმაღლესი რადას დარბაზში გაიმართა და მას მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებიან.

ცერემონიას ესწრებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, პეტრო პოროშენკო და ვიქტორ იუშენკო.

ამავე თემაზე