2019-05-16 15:14:22
არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული კანონის გადახედვა მოუწიოს - ომბუდსმენი 

მოსამართლეების კანონში არსებულ ხარვეზებზე სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ საუბრობს. ამ წუთებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მოსაზრებებს განიხილავენ. 

ომბუდსმენის თქმით, მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული პროცესი დაგვანახებს, რა ხარვეზებია კანონში. ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ საკითხებზე პარლამენტს მოუწიოს დაბრუნება და კანონის გადახედვა. 

ბუდსმენის თქმით, შეხვედრის მიზანია იმ რეკომენდაციების განხილვა, რაც ექსპერტებმა გასცეს საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამასთან, ისინი მოისმენენ საერთაშორისო საზოგადოებისგან მოსაზრებებსაც კანონპროექტში გაუთვალისწინებელ რეკომენდაციებთან დაკავშირებითაც.

"დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ექსპერტებმა თავიანი პოზიცია მოგვახსენონ ამ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა, რამდენად გამოიწვევს იმას, რომ მიღებული კანონი ან პროცესი, რაც ჩატარდება, იქნება თუ არა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან. ამასთან დაკავშირებით დისკუსია მნიშვნელივანია, რადგან სასამართლო სისტემის რეფორმა გრძელდება და თუკი არსებობს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ამ საკითხებს მომავალში. მითუმეტეს, რომ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული პროცესი, რაც დაწყებულია, დაგვანახებს რა ხარვეზებია კანონში და შესაძლებელია, არც მე გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ საკითხებზე პარლამენტს მოუწიოს დაბრუნება და გადახედვა კანონის“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამავე თემაზე