2019-05-16 14:32:20
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შეურაცხმყოფელი სტატუსი

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  თამაზ ფაცაცია სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე  შეურაცხმყოფელ და სექსისტურ  პოსტს აქვეყნებს.

პოსტს ქალთა უფლებადამცველების მხრიდან მალევე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება. 

"ქართულო ოცნებავ, ესაა თქვენი გენდერული თანასწორობა? ეს ტიპი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გიზით? არ გრცხვენიათ პარტიაში? ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?"- წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია და მთავრობის წევრებს მიმართავს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. 

ამავე თემაზე