2019-05-16 12:40:47
რატომ არ მოხდა ოპოზიციის მოთხოვნილი საკითხის განხილვა - ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე განმარტებებს აკეთებს 

ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და უარყოფს ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე. დაპირისპირების შემდეგ მირანდა მესხია ჟურნალისტებთან გამოჩნდა და სიების და ბეჭდების გატანასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მან ასევე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც დღევანდელ სხდომაზე არ მოხდა ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი საკითხების განხილვა. 

„წერილობით შემოიტანა განცხადება „ნაციონალური მოძრაობიდან“ დანიშნულმა კომისიის წევრმა და ნახეთ, როგორ კითხულობდა ამ ტექსტს და იყო თუ არა მისი ნაწერი. ნახეთ, როგორი ბუნდოვანი შინაარსი გადმოსცა. ეს მასალა, რაც წარმოადგენს, არის სუბიექტების მხრიდან წარმოდგენილი, კომისიის წევრს კი არ წარმოუდგენია ეს მასალა. კანონის შესაბამისად ეყარა კენჭი დამატებას. მე მაგას რომ არ განხვიხილავ, ეს არ არის თემა. კენჭისყრით არის ორი საკითხი. წევრს აქვს დამატებით მოთხოვნის საშუალება, ეყარა კენჭი საკითხს, გადაწყდა საკითხი და დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი იქნა გატანილი სხდომაზე,“ - განაცხადა მირანდა მესხმა.

ამავე თემაზე