2019-05-16 12:31:50
მაისის ბოლო პარასკევს ოპოზიციას შეუძლია პრემიერი პარლამენტში დაიბაროს - ჩუგოშვილი

მაისის ბოლო პარასკევი ინტერპელაციის დღეა და ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი პირი, მათ შორის პრემიერი დაიბაროს, - განაცხადა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

„მაისის ბოლო პარასკევი არის ინტერპელაციის დღე და შესაბამისად, ჩვენი წესებით და პროცედურებით სრული შესაძლებლობა და უფლება აქვს ოპოზიციას დაიბაროს ნებისმიერი პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ საკითხზე, ამიტომ, ამ დისკუსიას წინ არაფერი უდგას, თუ ეს მათი სურვილია. თუ ასეთი ინტერესი აქვთ, შეუძლიათ, რომ შესაბამისი პროცედურები გამოიყენონ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე