2019-05-16 12:23:38
ოპონენტები აცხადებენ, რომ აპირებენ დიდი რაოდენობით ადამიანის მობილიზებას ზუგდიდში, რაც შესაძლოა, სერიოზული დაძაბულობის საგანი გახდეს - ჩუგოშვილი

ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ ისინი აპირებენ დიდი რაოდენობით ადამიანის მობილიზებას ზუგდიდში, რაც საარჩევნო პერიოდში შესაძლოა, სერიოზული დაძაბულობის საგანი გახდეს, - აცხადებს ვიცე სპიკერი ჩუგოშვილი.

მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა, ამომრჩეველს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა არ მიეცეს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში მოახდინონ პრევენციული მექანიზმების ამოქმედება.

„განსაკუთრებული დაძაბულობაა მოსალოდნელი, თუ ეს ადამიანები საარჩევნო უბნებთან განლაგდებიან, ასეთ დროს რთული იქნება დაძაბულობის თავიდან აცილება. ჩვენ ვთხოვთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამას და მოახდინონ პრევენცია თუ შესაძლებელია. შესაძლოა, ამან ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას ხელი შეუშალოს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე