2019-05-16 12:08:30
სარეგისტრაციო ბეჭდები, სიები, ჰქონდათ სახლში, კანონია დარღვეული - ოპოზიცია

ზუგდიდში, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის წევრები იმ ფოტო და ვიდეო მასალის გამოკვლევას ითხოვენ, რომელიც მათ დღეს წარმოადგინეს და მათივე თქმით, ეს მასალა ადასტურებს, რომ ორი დღის წინ საოლქო კომისიიდან სიები და ბეჭდები კანონდარღვევით იქნა გატანილი. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო სიები და სარეგისტრაციო ბეჭდები კონკრეტული პირების სახელებში ინახებოდა.  

„როგორ დარღვევით არის გაცემული სარეგისტრაციო ბეჭდები, გუშინ მოვიარეთ ძალიან ბევრი საუბნო საარჩევნო კომისია და კომისიის თავმჯდომარეები პირდაპირ ამბობენ, რომ რეალურად ბეჭდები სარეგისტრაციო ჰქონდათ სახლში, სიები ჰქონდათ სახლში, იმიტომ რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ეს იყო პირდაპირი ბრძანება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და რეალურად კანონია დარღვეული,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაყენებას ითხოვს, რასაც კომისიის წევრების ნაწილი არ ეთანხმება. 

ამავე თემაზე