2019-05-16 11:05:11
მორიგი დაპირისპირება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ვიდეო)

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო. საოლქოს შენობაში შუახნის მამაკაცი შევიდა, რასაც მასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რატომ იყო აღნიშნული პირი ცესკოში ბეიჯის გარეშე, რასაც კამათი მოყვა. საბოლოოდ, მამაკაცი სამართალდამცავებმა გაიყვანეს და პოლიციის მანქანით გადაიყვანეს
ის სამართალდარღვევათა  კოდექსის 166 მუხლით, ადმინიტრაციული წესით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ამავე თემაზე