2019-05-16 10:44:42
არჩევნების დღეს 5000 კაცი ვიქნებით ზუგდიდში, არავის არ ვაპატიებთ არაფერს - გოცირიძე

არჩევნების დღეს 5000 კაცი ვიქნებით ზუგდიდში, არავის არ ვაპატიებთ არაფერს - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა. 

დეპუტატმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობის ფაქტებსა და შუალედური არჩევნების გაყალბების მცდელობაზე ისაუბრა. 

“ხელისუფლებამ გამოავლინა თავის ნამდვილი სახე, გაიმეორა რასაც აკეთებდა აქამდე ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება, ყველა ინსტრუმენტი, რაც გამოყენებული ჰქონდა წინა არჩევნებში აამოქმედა და დავინახეთ,რომ ისინი არ აპირებენ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. იმ დღეს ჩვენ არავის არ ვაპატიებთ არაფერს. 5000 კაცი ვიქნებით ზუგდიდში. გაბედავენ და მიიღებენ საკადრისს,"-განაცხადა გოცირიძემ. 

ამავე თემაზე