2019-05-16 10:41:46
ქობულია კარგი თეორეტიკოსი, პრაქტიკულ ნაბიჯებს, ჩვენ ახლა ვდგამთ - თურნავა

“გიორგი ქობულია კარგი ანალიტიკოსი და თეორეტიკოსია“ – განაცხადა ყაზახეთში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. თურნავამ ქობულიასა და დეპუტატთა ნაწილის შეხვედრის კომენტირებისგან თავი შეიკავა, რადგან მისი თქმით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გამოსვლისთვის არ მოუსმენია. 

„არ მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა და მედევნებინა თვალ-ყური გიორგი ქობულიას გამოსვლისთვის. ამიტომ კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გიორგი ქობულია კარგი ანალიტიკოსია, კარგი თეორეტიკოსი. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაბიჯებს, ჩვენ მათ ახლა ვდგამთ და ვახორციელებთ“, – განაცხადა თურნავამ.

ამავე თემაზე