2019-05-16 10:26:52
ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა შუალედური არჩევნები ისე დემოკრატიულად წარიმართოს, როგორც ყველა წინა არჩევნები - კილაძე

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა შუალედური არჩევნები ისე დემოკრატიულად წარიმართოს, როგორც ყველა წინა არჩევნები - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო კილაძემ გააკეთა. 

დეპუტატმა შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა და მის მშვიდობიან და დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ტემპერატურა არის ძალიან მაღალი. ვხედავთ, რომ რაღაც გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს აქვს ადგილი, ოპოზიციაც უნდა შეეცადოს ეს არჩევნები იყოს დემოკრატიულად წარმართული და არ ჰქონდეს ადგილი პროვოკაციებს, ერთმანეთთან დაპირისპირებას, რადგან საბოლოო ჯამში ეს ქვეყნის იმიჯზე აისახება. ყველა მხარე ვალდებულია, დაიცვას კანონი, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ამავე თემაზე