2019-05-16 09:51:31
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობა განახლდა - სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა - სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

180-მდე მეხანძრე-მაშველი და მეტყევე სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლს გვიან ღამემდე აქრობდა. ღამითვე მოხერხდა ორივე კერის ლოკალიზება. ხანძრის კერების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მაშველები და მეხანძრეები ადგილზე მთელი ღამე დარჩნენ.

"112"-ში ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება გუშინ შევიდა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე