2019-05-16 09:48:52
აშშ-მ ვენესუელასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა

აშშ-მ ვენესუელასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. მიზეზად არსებულ საფრთხეებს ასახელებენ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ გაავრცელა. აკრძალვა შეეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიებს.

„აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ ვენესუელაში თვითმფრინავით მიმავალი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება სათანადოდ არ არის დაცული, რის გამოც აუცილებელია ავიარეისების დაუყოვნებელი შეჩერება“, - ნათქვამია აშშ-ის ტრანპორტის სამინისტროს განცხადებაში.

ამავე თემაზე