2019-05-15 19:27:56
ნიკა მელიასა და სამეგრელოს პოლიციის უფროსს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთ ლიდერს, ნიკა მელიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს ნიკოლოზ დიასამიძეს შორის ზუგდიდში, საკრებულოს შენობასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება მოხდა მელიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორისაც. მელიამ პოლიციელებს დაქირავებულები უწოდა და უთხრა, რომ ისინი ახლა იქ კი არ უნდა იდგნენ, არამედ ია კერზაიას საქმეს, არჩევნების შესაძლო გაყალბებას და სხვა საქმეებს იძიებდნენ. 

სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები ოპოზიციას შოუს მოწყობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ საკრებულოს კარი ნორმალურ პირობებში ღიაა ყველა მოქალაქისთვის.

ამავე თემაზე