2019-05-15 19:19:37
"ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას" - მანანა არჩვაძე სანდრა რულოვსის წინააღმდეგ

ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას - ეს განცხადება, მანანა არჩვაძემ გააკეთა. აქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე ამ წუთებში, ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ხვდება და მოუწოდებს ხმა არ მისცენ ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ.

"ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას. ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიცოცხლე შესწირა, ყველაფერი გაიღო საქართველოსთვის... საქართველოში ჩამოვიდა, პირველი მისი ნაბიჯები იყო სამეგრელოში ვინაიდან იცოდა რა მოელოდა სამეგრელოს და არაფრით არ დაუშვებდა. მტერმა ყველა ღონე იხმარა, მოღალატეებმა, მე მოღალატეებს მერე ჩამოგითვლით, ახლა არ შევეხები მათ და მათ კატეგორიულად უნდა მივმართო და გავაფრთხილო, რომ დღეიდან დატოვონ სამეგრელოს ტერიტორია. გაძევებულ იქნენ ესენი,“-განაცხადა მანანა არჩვაძემ.

ამავე თემაზე